Accessibility links

logo-print

კარტერი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ რუსეთი, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და გავიდა ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებიდან, საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიო წესრიგისათვის. კარტერის თანახმად, რუსეთის სახიფათოდ გააქტიურდა ჰაერში, ხმელეთზე, წყალზე და კიბერსივრცეში. თუმცა აშშ-ი ავითარებს მის სამხედრო პოტენციალს, რათა ქმედითად აღუდგეს წინ რუსეთის აგრესიას და დაიცვას მისი მოკავშირეები. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება 7 ნოემბერს კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

XS
SM
MD
LG