Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ტყვეობიდან გაანთავისუფლა 37 ასირიელი ქრისტიანი


ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ ტყვეობიდან გაანთავისუფლა 37 ხანდაზმული ასირიელი, რომლებიც ექსტრემისტებმა თებერვალში შეიპყრეს სირიის ხაბურის პროვინციაში. ასირიელთა უფლებათადამცველი ქსელის ცნობით, განთავისუფლებული ადამიანები 7 ნოემბერს ქალაქ ტელ ტამერში დაბრუნდნენ. ექსტრემისტებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი 200 ასირიელი ქრისტიანი, რომელთაგან გამტაცებლებმა ნახევარი გაანთავისუფლეს. სირიაში კონფლიქტამდე მცხოვრებ 1,2 მილიონ ქრისტიანს შორის ქრისტიან ასრიელთა რაოდენობა 30 ათასს შეადგენს. ისინი კომპაქტურად ჰასაკის პროვინციაში ცხოვრობენ.

XS
SM
MD
LG