Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგურამოში თადეოს გურამიშვილის აღდგენილი მარანი გაიხსნა


საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტისთვის კომპანია „კახურმა ტრადიციულიმა მეღვინეობამ“ 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება. კომპანიამ უკვე გააშენა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღჭურვა თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით. თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარნის გახსნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

XS
SM
MD
LG