Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


პირველი საპარლამენტო არჩევნები ტარდება ხორვატიაში მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა. არჩევნებში კონსერვატიული პოლიტიკური ძალების გაიმარჯვების შემთხვევაში, მოელიან, რომ გამკაცრდება საემიგრაციო პოლიტიკა. ახლო აღმოსავლეთიდან გამოქცეული 300 ათასზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ ბალკანეთის გავლით მოხვდა. ხორვატიის ოპოზიციური დემოკრატიული კავშირი, რომელიც 8 სუბიექტისაგან შემდგარი პატრიოტული კოალიციის ლიდერია, მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას მიგრანტთა მიმართ ზედმეტ ლოიალობაში სდებს ბრალს. წინასწარი გამოკითხვით, 151 ადგილიან პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერც ერთი საარჩევნო ბლოკი ვერ მოაგროვებს.

XS
SM
MD
LG