Accessibility links

logo-print

„პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის აქციის დაწყებას გეგმავს


საქართველოს "პატრიოტთა ალიანსი" შიმშილობის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე განუცხადა. როგორც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გახდა ცნობილი, "პატრიოტთა ალიანსის" წევრები აპირებენ გადაინაცვლონ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, ისინი შიმშილობის აქციას დაიწყებენ. მათი მოთხოვნაა, გადადგნენ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები, რადგან, ინაშვილის მტკიცებით, ისინი უშუალოდ უწევდნენ ორგანიზებას საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებას. 31 ოქტომბერის შუალედურ არჩევნებში, საგარეჯოში გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა).

XS
SM
MD
LG