Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პოლიციელებს ადვოკატის ცემაში ადანაშაულებენ


თბილისის პროკურატურაში პოლიციელების მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, ამ ეტაპზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. "ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში სამართალდამცავებმა ადვოკატი გიორგი მდინარაძე იმ დროს სცემეს,როდესაც 7 ნოემბერს ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის სავალდებულო წესით დასაცავად პოლიციის განყოფილებაში მივიდა. მდინარაძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

XS
SM
MD
LG