Accessibility links

logo-print

ბირმაში დასრულდა საპარლამენტო არჩევნები


ბირმაში დასრულდა პირველი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 80-მა პროცენტმა. მოელიან, რომ პარლამენტის მანდატების უმრავლესობას მიიღებს დემოკრატიის ეროვნული ლიგა, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი უფლებათდამცველი აუნ სან სუჩი უდგას სათავეში. თუმცა, პარტიას გამარჯვებისათვის ხმათა ორი მესამედის მიღება სჭირდება. სამხედრო რეჟიმის მიერ მიღებული კონსტიტუციით, ბირმის პარლამენტის ორივე პალატაში ადგილების მეოთხედი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლთა რეზერვში იმყოფება. ოპოზიცია იბრძვის ამ საკონსტიტუციო ნორმის გაუქმებისათვის, რომლის თანახმად აუნ სან სუჩს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG