Accessibility links

logo-print

"პატრიოტთა ალიანსის“ წევრები შიმშილობას იწყებენ


საქართველოს ოპოზიციური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები: ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ემზარ კვიციანი შიმშილობის აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 24:00 საათიდან დაიწყებენ. "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მათ ორი მოთხოვნა აქვთ: დაისაჯონ საგარეჯოსა და მარტვილში არჩევნების გამყალბებლები, ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე დაუყოვნებლივ მუშაობა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებზე მთავრობამ მუშაობა დაუყოვნებლივ არ დაიწყო, მოშიმშილეების საპროტესტო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება.

XS
SM
MD
LG