Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს პერფორმანსის ავტორი და ორი ჟურნალისტი


8 ნოემბერს რუსეთში დააკავეს ტელეარხ Дождь-ის კორესპონდენტები - ვლადიმირ რომენსკი და ნიგინა ბეროევა; ასევე - მხატვარი პიოტრ პავლენსკი. ისინი მოსკოვში, მხატვარ პავლენსკის აქციაზე დაიჭირეს. ვლადიმირ რომენსკის განცხადებით, მხატვარმა ღამის 2:00 საათზე ცეცხლი გაუჩინა ფედერალური ბიუროს შესასვლელ კარს. როგორც მხატვრის მეუღლე, აკსანა შალიგინა აცხადებს, ეს იყო წინასწარდაგეგმილი პერფორმანსი. პავლენსკის ვიდეოჩანაწერი 9 ნოემბერს გამოქვეყნდა, სადაც მომხდარი კარგად ჩანს. ჟურნალისტები დააკავეს როგორც თვითმხილველები და ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს. BBC-ის ცნობით, ფედერალური საგამოძიებო ბიურო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. პიოტრ პავლენსკი ცნობილია 2013 წელს ჩატარებული კიდევ ერთი პერფორმანსით - „პოლიციური სახელმწიფოს ტრიუმფი“.

XS
SM
MD
LG