Accessibility links

logo-print

ეგვიპტელი გამომძიებელი 90 % -ით არის დარწმუნებული თვითმფრინავის აფეთქებაში


ეგვიპტის საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის აფეთქებას იძიებს, - აცხადებს რომ საფრენი ხომალდის დაღუპვის მიზეზი ბომბი გახდა. 31 ოქტომბერს რუსული კომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი „აირბას A 321“ ტიპის თვითმფრინავი აფრენიდან 23 წუთის შემდეგ ჩამოვარდა სინის ნახევარკუნძულის მახლობლად, რის შემდეგადაც 224 მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპნენ. თვითმფრინავის აფეთქება საკუთარ თავზე აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომლის ადგილობრივი დანაყოფი ეგვიპტის ხელისუფლებას სინის ნახევარკუნძულზე შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს. „სიმპტომები და შავი ყუთების ჩანაწერების აქამდე ჩატარებული ანალიზი მიუთითებენ, რომ ეს იყო ბომბის აფეთქება. ამაში ჩვენ 90 %-ით ვართ დარწმუნებული“, - აღნიშნა ეგვიპტის საგამოძიებო ჯგუფის წევრმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამხელა საკითხის სენსიტიურობის გამო.

XS
SM
MD
LG