Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს წევრი: ეს სრულიად მიუღებელი წნეხი აზარალებს მთელ სასამართლო სისტემას


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მთავარი ყურადღება უნდა გადაიტანოს იმ სრულიად მიუღებელ საზოგადოებრივ და მორალურ წნეხზე, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე ხორციელდება- ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ევა გოცირიძემ. მისივე თქმით, მორალური წნეხი აზარალებს არა მხოლოდ თამაზ ურთმელიძეს და კონკრეტულად „რუსთავი 2“-ის საქმეზე მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებას, არამედ მთელ სასამართლო სისტემას. “ვერ წარმომიდგენია, როგორ შეძლებენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დაცვას, როცა მათთვის უკვე დღეს არის ცხადი, რა რეაქციები მოჰყვება, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების მსგავსი იქნება“, - განაცხადა ევა გოცირიძემ.

XS
SM
MD
LG