Accessibility links

logo-print

ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლე ანგარიშის ჩასაბარებლად არ მიუწვევიათ


მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიწვეული იყო არა ანგარიშის ჩასაბარებლად, არამედ "რუსთავი 2"-ის საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და ემსახურებოდა გამჭვირვალობის პრინციპს - ამის შესახებ საბჭოს სხდომაზე განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მისივე თქმით, თამაზ ურთმელიძესთან ჰქონდა ორი შეკითხვა - იყო, თუ არა ზეწოლა და რატომ არ გამოაქვეყნა საქალაქო სასამართლომ განცხადება 5 ნოემბერს მიღებული განჩინების შესახებ. ნინო გვენეტაძის განმარტებით, თამაზ ურთმელიძეს საბჭოს სხდომაზე არ დაუსვამდა შეკითხვას განჩინების შინაარსის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებითვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის მიწვევა არ ეწინააღმდეგება არც კონსტიტუციას და არც ორგანულ კანონს საერთო სასამართლოების შესახებ.

XS
SM
MD
LG