Accessibility links

logo-print

მურუსიძემ კანონის დარღვევად შეაფასა მოსამართლის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დაბარება


იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დაბარება კანონის და კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ. მისი თქმით, მოსამართლის დაბარება ნიშნავს არაჯანსაღი აჟიოტაჟის გადატანას სასამართლოს შიგნით. „რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მნიშვნელოვანია სასამართლოს თავისუფლებაც“, - განაცხადა იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ლევან მურუსიძემ. მისი შეფასებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დაბარებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. "როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს სიტუაცია და ვთქვათ, რომ მოსამართლე ისაუბრებდა არა გადაწყვეტილების შინაარსზე, არამედ მას სხვა შეკითხვები დაესმებოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული ანგარიშის ჩასაბარებლად დავიბარეთ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისივე შეფასებით, ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელია და შესაძლოა, ხელი შეუშალოს შემდგომ ინსტანციებში საქმის სწორად და კანონიერად განხილვას.

XS
SM
MD
LG