Accessibility links

logo-print

ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები ლიდერობენ


კვირას ხორვატიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ჯერჯერობით ქვეყნის კონსერვატიული ოპოზიცია ლიდერობს. ბიულეტენების 50 %-ის დათვლის შედეგად კონსერვატორები, რომლებსაც სათავეში უდგას ქვეყნის დაზვერვის ყოფილი უფროსი ტომისლავ კარამარკო, 60 ადგილს მიიღებენ 151 კაციან პარლამენტში; 53 მანდატს ერგებათ მმართველ სოციალ-დემოკრატებს, რომელსაც მოქმედი პრემიერ-მინისტრი ზორან მილანოვიჩი ხელმძღვანელობს. წინასწარი შედეგები მეტყველებს, რომ ვერც ერთი პოლიტიკურ ბლოკი ვერ აგროვებს აბსოლუტურ უმრავლესობას, რაც მთავრობის ფორმირებისათვის არის საჭირო.

XS
SM
MD
LG