Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის მკველელობაში ბრალი წაუყენეს ჩეჩნეთის სპეცრაზმის თანაშრომელს


ბორის ნემცოვის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურამ ჩეჩნეთის უშიშროების სამსახურის ყოფილ წევრს ბრალი წაუყენა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში. ადვოკატ ვადიმ პროხოროვის თქმით, 9 ნოემბერს რუსლან მუხუდინოვს, რომელიც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბატალიონ „სევერის“ წევრი იყო, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი მკვლელობის ორგანიზებაში. ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ბოლშოი მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს. პოლიტიკოსის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის კიდევ ხუთი მოქალაქე, რომელიც მოსკოვის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მუხუდინოვზე 5 ნოემბერს ძებნა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG