Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში სერბიის საელჩოს ორი თანამშრომელი გაიტაცეს


სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიბიაში გაიტაცეს ამ ქვეყანაში მდებარე სერბიის საელჩოს ორი თანამშრომელი. კომუნიკაციის ოფიცერი სლადიანა სტაკოვიჩი და საელჩოს მძღოლი იოვიცა სტეპიჩი 8 ნოემბრის დილით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ საბრათაში გაიტაცეს. სერბიის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა „როიტერსს“ აცნობა, რომ გატაცებას წინ უძღოდა „ჩასაფრება და სროლა“. გატაცების ამბავზე, სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი ტელეფონით ესაუბრა მის ლიბიელ კოლეგას.

XS
SM
MD
LG