Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხებზე


თბილისში იმართება საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით "გენდერული თანასწორობისკენ - გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში". კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ტარდება. ღონისძიებას, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებთან ერთად, დაესწრება 250-მდე წარმომადგენელი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონის ქვეყნებიდან. კონფერენციის ფარგლებში იგეგმება "თბილისის დეკლარაციის" მიღება. დოკუმენტის მიზანია ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე აღებული ვალდებულებების განმტკიცება.

XS
SM
MD
LG