Accessibility links

logo-print

საქართველოში შეხვედრებს მართავს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი


საქართველოს სტუმრობს ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი. უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, 10 ნოემბერს მოგერინი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, მოგერინის სიტყვით გამოსვლა გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად კონფლიქტის ზონაში ჩავა.

XS
SM
MD
LG