Accessibility links

ბარაკ ობამა და ბენიამინ ნეტანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებული დაძაბული ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ბოლო თვეების განმავლობაში, პოლიტიკოსებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო არაერთ საკითხზე, მათ შორის, ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ისრაელის უსაფრთხოება რჩება ერთ-ერთ პრიორიტეტად აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განაცხადებით კი, ის მზად არის დაიწყოს დიალოგის პალესტინის ხელისუფლებასთან. ორმა ქვეყანამ 30 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო გარიგებას მოაწერეს ხელი. თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ობამა არ ელის სამშვიდობო შეთანხმებას კონფლიქტის მხარეებს შორის, ახლო აღმოსავლეთში, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ბენიამინ ნეტანიაჰუ არ ჩაშლის დაგეგმილ მოლაპარაკებებს პალესტინასთან.

XS
SM
MD
LG