Accessibility links

რუსეთის სპორტის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს დოპინგის ბრალდების საკითხში


რუსეთის სპორტის სამინისტრომ 10 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის ითანამშრომლოს მსოფლიო ანტისადოპინგო უწყებასთან და მის აკრედიტებულ ლაბორატორიასთან. სამინისტროს განცხადება გავრცელდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ანტისადოპინგო უწყებამ წარმოადგინა ანგარიში რუსეთში მრავალი წლის მანძილზე დოპინგის სისტემატურად მოხმარებაზე, ლაბორატორიარში მტკიცებულებების განადგურებაზე, კორუფციაზე და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. რუსეთი ასევე დაადანაშაულეს დოპინგის პროგრამის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებაში. 335-გვერდიანი ანგარიშის თანაავტორმა დიკ პაუნდმა მძლეოსანთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციას მოუწოდა, არ დაუშვას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია ტურნირებზე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG