Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიაში ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების ცენტრში არეულობისათვის ბოლოს მოსაღებად


ავსტრალიიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მიგრანტთა ცენტრში ორდღიანი არეულობისთვის ბოლოს მოსაღებად. როგორც იუწყებიან, მიგრანტების ნაწილი მაჩეტეებით და აალებადი ყუმბარებით იყო შეიარაღებული. პოლიციის დამატებითი შენაერთები გააგზავნეს ავსტრალიის კუთვნილ შობის კუნძულზე მდებარე დაწესებულებაში, სადაც ძალადობამ იფეთქა თავშესაფრის ერთ-ერთი მაძიებლის სიკვდილის შემდეგ. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად. ავსტრალიის არაერთმა მთავრობამ დადო პირობა, რომ შეაჩერებდა ავსტრალიის კონტინეტზე ჩასვლის მსურველ მიგრანტებს, რის გამოც გემებს, რომლებითაც მიგრანტები ავსტრალიაში ჩასვლას ცდილობენ, ახლოს მდებარე კუნძულებისაკენ აგზავნიან ხოლმე.

XS
SM
MD
LG