Accessibility links

logo-print

თურქმენი და ავღანელი ლიდერები შეთანხმდნენ გაზსადენის მშენებლობის დაწყებაზე


თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი და ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყება თურქმენეთიდან ბუნებრივი აირის საექსპორტო მილსადენის (TAPI)მშენებლობა ავღანეთის გავლით, პაკისტანისა და ინდოეთისაკენ. ორმა პრეზიდენტმა 10 ნოემბერს ტელეფონით ისაუბრა ამ საკითხზე. ცნობების თანახმად, მილსადენის მშენებლობის დაწყებას აღნიშნავენ ცერემონიით, რომელიც თურქმენეთში 13 დეკემბერს გაიმართება. გეგმით, 1735-კილომეტრიანი მილსადენი წელიწადში 33 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს ავღანეთის და პაკისტანის გავლით, პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ფაზილკამდე. პროექტი 7,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მის მშენებლობაში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიები „თურქმენგაზი“ და „თურქმენგაზნეფტსროი“. ავღანეთს ეძლევა წელიწადში 5 მილიარდამდე კუბურ მეტრი გაზის მოხმარების უფლება და ტრანზიტის ფასად მიიღებს წელიწადში 400 მილიონამდე დოლარს.

XS
SM
MD
LG