Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ლიდერი დღეს ეწვევა ბოსნიაში მდებარე სრებრენიცას


სერბიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ვუჩიჩი 11 ნოემბერს ეწვევა ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სრებრენიცას, საიდანაც ქვების სროლით გააგდეს ივლისში, როცა აღნიშნავდნენ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მორიგ წლისთავს. ვუჩიჩი ყოფილი ულტრანაციონალისტია, რომელიც ევროინტეგრაციის მომხრე გახდა. ის დაესწრება ეკონომიკურ კონფერენციას და პატივს მიაგებს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერლს. 1995 წლის ივლისში, ბოსნიის ომის დროს, სრებრენიცაში ბოსნიელმა სერბმა შეიარაღებულმა პირებმა დახოცეს 8 000-ზე მეტი ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი, რაც მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო დანაშაულად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

XS
SM
MD
LG