Accessibility links

logo-print

ქაბულში ათასობით ადამიანმა დაგმო თალიბანი ტყვეების დახოცვისთვის


ქაბულში ათასობით ავღანელმა გამოთქვა პროტესტი, სავარაუდოდ, თალიბების მიერ შვიდი ადამიანის, ეთნიკური ხაზარების, დახოცვის გასაპროტესტებლად. უმეტესწილად ხაზარების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მიასვენებდნენ დახოცილებს და მთავრობას მოუწოდებდნენ, უზრუნველყოს უსაფრთხოება ქვეყანაში, მოითხოვდნენ პრეზიდენტ აშრაფ ღანის გადადგომას. შეკრებილებს მიტანილი ჰქონდათ დაღუპულების გადიდებული ფოტოებიც, ისმოდა შეძახილები „სიკვდილი თალიბანს“. ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი ბავშვი მოკლული - ზოგი მათგანი თავმოკვეთილი - იპოვეს 7 ნოემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. ისინი ექვსი თვით ადრე იქნენ დაკავებული მეზობელ ღაზნის პროვინციაში. ავღანეთის დაზვერვის სამსახური უარყოფს თალიბების მტკიცებას, რომ სამოქალაქო პირები დახოცა ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურმა სახელმწიფომ". გასული კვირის განმავლობაში, თალიბების სხვადასხვა დაჯგუფება ებრძოდა ერთმანეთს რეგიონში, სადაც გვამები იპოვეს.

XS
SM
MD
LG