Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის ლიდერმა პატივი მიაგო სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლს


სერბიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ვუჩიჩმა პატივი მიაგო სრებრენიცაში 1995 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლს. ის დღეს ეწვია ბოსნიის ამ ქალაქს, საიდანაც ოთხი თვის წინ ქვების სროლით გააგდეს სრებრენიცის ხორცვა-ჟლეტის მორიგი წლისთავის აღსანიშნავად შეკრებილებმა. ვუჩიჩმა - ყოფილმა ულტრანაციონალისტმა, რომელიც ახლა აქტიურად ემხრობა ევროინტეგრაციას - თეთრი ვარდების გვირგვინით შეამკო სრებრენიცის მემორიალი ბოსნიის მუსლიმი ლიდერის, ბაქირ იზეტბეგოვიჩის თანდასწრებით. 1995 წლის ივლისში, ბოსნიის ომის დროს ბოსნიელი სერბების რაზმებმა 8000-ზე მეტი მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს სრებრენიცასთან, რაც მიჩნეულია უმძიმეს სამხედრო დანაშაულად ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ვუჩიჩი ამჯერად სრებრენიცას ეწვია ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი 11 ივლისის შემდეგ, როცა სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის მე-20 წლისთავის აღსანიშნავად შეკრებილების ნაწილმა მას ქვები და ბოთლები დაუშინა.

XS
SM
MD
LG