Accessibility links

logo-print

იანოშ ჰერმანი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს


ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესსა და "რუსთავი 2"-ის საკითხს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი. მას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იქნება თუ არა "რუსთავი 2"-ის საქმე სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი. „ჩვენ ახლა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ეტაპზე ვართ და არ მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს საკითხთან, რომელიც ამჟამად დგას საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში" - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. ელჩმა თავი შეიკავა პასუხისგან შეკითხვაზე, როგორ აფასებს "რუსთავი 2"-ის მფლობელობის გამო მიმდინარე სასამართლო დავას. იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე გააკეთა არაერთი განცხადება მართლმსაჯულების სისტემის და მედიის სრული დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური პლურალიზმის აუცილებლობაზე.

XS
SM
MD
LG