Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა საწვრთნელი ფრენის დროს


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 11 ნოემბერს უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა საწვრთნელი ფრენის დროს ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად. „სუხოი“ SU-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაიღუპა 23 წლის მფრინავი. თავდაცვის სამინისტრო არაფერს იუწყება ადგილობრივი დროით 10 საათზე მომხდარი ავარიის მიზეზზე. SU-25 ტიპის თვითმფრინავი საბჭოთა პერიოდში, 1970-იან წლებში შეიქმნა სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დასახმარებლად. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს ის ბევრჯერ აქვთ გამოყენებული აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს სეპარატისტებთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ.

XS
SM
MD
LG