Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელმა სამართალდამცველებმა ჰაერში ისროლეს დემონსტრანტების შესაჩერებლად


ავღანელმა სამართალდამცველებმა ჰაერში ისროლეს საპროტესტო აქციის მონაწილეების შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც ზოგმა სცადა ქაბულში პრეზიდენტის სასახლის გარშემო აღმართულ კედელზე ასვლა. დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაგმეს, სავარაუდოდ, თალიბანის მიერ, შვიდი ადამიანის - ეთნიკური ხაზარების - დახოცვა. ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი ბავშვი მოკლული - ზოგი მათგანი თავმოკვეთილი - იპოვეს 7 ნოემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. ისინი ექვსი თვით ადრე იქნენ დაკავებული მეზობელ ღაზნის პროვინციაში. ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი აპირებს ტელევიზიით მიმართოს თანამემამულეებს. ზოგი ცნობით, 11 ნოემბრის არეულობის დროს დაშავდა რვა ადამიანი. აქციის მონაწილეები მოკლულების გვამებს მიასვენებდნენ და მოითხოვდნენ ახალ მთავრობას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისმოდა შეძახილები, რომლებითაც გმობდნენ თალიბანს და „ისლამურ სახელმწიფოს“.

XS
SM
MD
LG