Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების შევიწროება


გაეროს ადამიანის უფლებათა ექსპერტები ირანს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ჟურნალისტების და ონლანიაქტივისტების დაპატიმრება, სამართლებრივი დევნა და შევიწროვება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე. ირანის საკითხში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა, აჰმედ შაჰიდმა 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ირანში ჟურნალისტების გაძლიერებული დევნა ხელს უშლის მათ თავისუფლად მუშაობას. მისივე შეფასებით, ირანში სახეზეა გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის შევიწროვების ახალი ტალღა, როცა დაზვერვის და უშიშროების სამსახურების თანამშრომლები ჟურნალისტებს აპატიმრებენ. აჰმედ შაჰიდი განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიიჩნევს 2 ნოემბერს ხუთი ჟურნალისტის დაკავებას ირანის „რევოლუციური გვარდიის“ თანამშრომლების მიერ. ირანი მიეკუთვნება ქვეყნებს, სადაც განსაკუთრებით დიდია დაკავებული ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების რიცხვი.

XS
SM
MD
LG