Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ერთობისაკენ მოწოდებით გამოვიდა საპროტესტო აქციის ფონზე


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ერთობისაკენ მოუწოდებს ავღანელებს მას შემდეგ, რაც ქაბულში არეულობაში გადაიზარდა გამოსვლა, სავარაუდოდ, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ შვიდი ადამიანი მოკვლის გასაპროტესტებლად. ეთნიკურად ხაზარი ოთხი მამაკაცი, ორი ქალი და ერთი ბავშვი მოკლული - ზოგი მათგანი თავმოკვეთილი - იპოვეს 7 ნოემბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ზაბულის პროვინციაში. ავღანეთის პრეზიდენტის სატელევიზიო მიმართვა დაიწყო ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ჰაერში ისროლეს საპროტესტო აქციის მონაწილეების შესაჩერებლად, როცა ისინი პრეზიდენტის სასახლის გარშემო აღმართულ კედელზე ასვლას შეეცადნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების დროს დაშავდა შვიდი ადამიანი. აქციის მონაწილეები მოკლულების გვამებს მიასვენებდნენ და მოითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას, ახალ მთავრობას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ისმოდა შეძახილები, რომლებითაც გმობდნენ თალიბანს და „ისლამურ სახელმწიფოს“. ავღანეთის პრეზიდენტმა „ავღანეთის მტრები“ დაადანაშაულა და შვიდი ადამიანის დახოცვას უწოდა „კატასტროფა მთელი ავღანეთისათვის“.

XS
SM
MD
LG