Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სერბიასთან შეთანხმება


კოსოვოს საკონსტიტუციო სასამარლომ შეაჩერა სერბიასთან მიღწეულ შეთანხმება, რომელიც ოლქის სერბულ რაიონებს ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს შეთანხმება დიდ პროტესტს იწვევდა პრიშტინაში ოპოზიციის მხრიდან. 11 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, მოჰყვა პრეზიდენტ ატიფეტე იაჰიაგას თხოვნას. პრეზიდენტი შეეცადა პროტესტი შესუსტებულიყო და დაძაბულობა გაენელებინა. ბოლო ხანს ოპოზიცია ბევრი ხერხით შეეცადა პარლამენტის მუშაობაში ხელი შეეშალა. ოპოზიციას სურს ასევე მთავრობამ უარი თქვას ჩერნოგორიასთან საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმებაზე. ეს ზომები კანონის ძალას პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე ვერ მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლომ წინასწარ გადაწყვეტილებაში განაცხადა, რომ კანონის მოქმედებას აჩერებს, სანამ არ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს. სერბიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის თანახმად, სერბიის ყოფილი ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების უპრეცედენტო დარღვევაა და რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG