Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიური კომიტეტი დოპინგში შემჩნეულ რუს სპორტსმენებს მედლებს ჩამოართმევს


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მზად არის ჩამოართვას გამარჯვებულის მედალი ნებისმიერ რუს სპორტსმენს, რომელსაც დოპინგს გამოყენება დაუდასტურდება და აპირებს სოჭის ოლიმპიადის დროს აღებული ანალიზების კვლავ შემოწმებას. ათ ნოემბერს კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, წევრები დათანხმდნენ ჩამოართვან საპატიო წევრობა ლამინ დიაკს, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული იმის გამო, რომ 2011 წელს რუსი ათლეტების დოპინგზე შემოწმებისას, დადასტურებული შემთხვევების მიჩქმალა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, ყველა სპორტსმენი, მწვრთნელი და ოფიციალური პირი, რომლებიც მოხსენიებული არიან საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების ანგარიშში და დაუმტკიცდებათ დოპინგის წესების დარღვევა უნდა დაისაჯონ და ჩამოერთვათ მედლები. ანგარიშში ლაპარაკია რუსეთში მრავალი წლის მანძილზე დოპინგის სისტემატურად მოხმარებაზე, ლაბორატორიაში მტკიცებულებების განადგურებაზე, კორუფციაზე და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. რუსეთი ასევე დაადანაშაულეს დოპინგის პროგრამის სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებაში. 335-გვერდიანი ანგარიშის თანაავტორმა დიკ პაუნდმა,ანგარიშის ავტორმა, მძლეოსანთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციას მოუწოდა, არ დაუშვას რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია ტურნირებზე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG