Accessibility links

logo-print

მუშაობა განაახლეს იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმებმა


მუშაობა განაახლეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ექიმებმა, რომლებიც დღეს დილით გაიფიცნენ ორი თვის სახელფასო დავალიანების გამო. ექიმებს ერთი თვის, სექტემბრის ხელფასი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჩაერიცხათ. კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ხელფასის დროულად მიღების პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც საავადმყოფო სამართავად გადაეცა კომპანია „ევექსს.“ ამ ინფორმაციას უარყოფს კლინიკის დირექტორი შოთა ჯოგლიძე. მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე 10 წელია ექიმები ხელფასს ერთი თვის დაგვიანებით იღებენ, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ანაზღაურებას ახდენს ექიმების მიერ გაწეული საქმიანობის დამუშავების შემდეგ. შოთა ჯოგლიძის თქმით, მისთვის ექიმების დღევანდელი პროტესტი გაუგებარია, რადგან სექტემბრის ხელფასმა მხოლოდ 2 დღით დაიგვიანა და 10-ის ნაცვლად 12 ნოემბერს ჩაირიცხა.

XS
SM
MD
LG