Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეშმერგას ძალებმა ქალაქ სინჯარის განთავისუფლების ოპერაცია წამოიწყეს


ერაყელი ქურთების შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ჰაერიდან აშშ-ის ავიაცია უწევს დახმარებას,- ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსაგან“ სტრატეგიული ქალაქ სინჯარის განთავისუფლების ოპერაციას ახორციელებენ. ფეშმერგას ძალების შეტევა 12 ნოემბრის დილის 7 საათზე დაიწყო. ისინი სამი მიმართულებით ცდილობენ ქალაქში შესვლას. ქალაქი „ისლამურის სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2014 წლის აგვისტოში დაიპყრეს. სინჯარი „ისლამური სახელმწიფოსათვის“ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რადგან იგი ექსტრემისტების მიერ კონტროლირებად სირიის ტერიტორიებს ჩრდილოეთ ერაყის ქალაქ მოსულთან აკავშირებს, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მთავარი ძალებია თავმოყრილი.

XS
SM
MD
LG