Accessibility links

logo-print

მოსკოვი ტვიტერს მოუწოდებს, რუსეთის სერვერებზე შეინახოს პერსონალური მონაცემები


მოსკოვი განმეორებით მოუწოდებს ტვიტერს, რომ რუს მომხმარებელთა მონაცემები რუსეთში შეინახოს იმ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც 11 სექტემბერს შევიდა ძალაში. ინტერნეტის მარეგულირებელი რუსული უწყება „როსკომნადზორი“ იძულებული გახდა, განმეორებით წამოეყენებინა ეს მოთხოვნა მას შემდეგ, რაც ტვიტერმა შეცვალა საკუთარი პოლიტიკა და რუსი მომხმარებლების მონაცემთა შეგროვება და შენახვა დაიწყო. მოსკოვმა გასულ წელს მიიღო კანონი, რომელიც ინტერნეტპროვაიდერებს ავალდებულებს, რომ 1 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შენახვა რუსეთში არსებული სერვერების გამოყენებით მოახდინოს. „როსკომნადზორს“ აქვს უფლება, დაბლოკოს და დააჯარიმოს სერვერები, რომლებიც ამ კანონს არ დაიცავენ. ამ ნაბიჯის მომხრეები აცხადებენ, რომ კანონმდებლობა უზრუნველყოფს საჯარო მონაცემთა უკეთ დაცვას და გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას, კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ინტერნეტზე კონტროლის გაძლიერებას ემსახურება.

XS
SM
MD
LG