Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოთა ნაწილი ივანიშვილს „განსხვავებული მოსაზრებების მიუღებლობაში“ ადანაშაულებს


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ბოლო კომენტარებს ეხმაურებიან და ყოფილ პრემიერ-მინისტრს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ "უარყოფითი გავლენის ფორმირებაში" სდებენ ბრალს. კვირის დასაწყისში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მისამართით განაცხადა, რომ „იგი თავისი საქმიანობით სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს". არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ყოფილი პრემიერის მცდელობა კრიტიკული მოსაზრებების გამო დემოკრატიული ინსტიტუტები დააკავშიროს ოპონენტ პოლიტიკურ პარტიებთან და ამით მათი დამოუკიდებელი სტატუსი და შეფასებები ეჭვის ქვეშ დააყენოს, -განსახვავებული მოსაზრებების მიუღებლობაზე მეტყველებს.

XS
SM
MD
LG