Accessibility links

logo-print

სასამართლომ უფლებამოსილება აღუდგინა "რუსთავი 2"-ის მმართველებს


მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველს რევაზ საყევარიშვილს უფლებამოსილება შეუჩერდა, დავით დვალს კი გაუუქმდა.სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება", - აღნიშნავენ საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება აღუდგა გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას.

XS
SM
MD
LG