Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტუსკი: შენგენის უვიზო შეთანხმებას კოლაფსი ემუქრება


ევროკავშირს საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ მიგრანტთა კრიზისის შედეგად შენგენის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას კოლაფსი ემუქრება. „შენგენის შენარჩუნება ეს სირბილში შეჯიბრს ჰგავს და ჩვენ მოწადინებული ვართ გავიმარჯვოთ ამ შეჯიბრში“, - განაცხადა ტუსკმა 12 ნოემბერს მალტაში ევროკავშირ-აფრიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს. ამ განცხადების ფონია სასაზღვრო კონტროლის აღდგენისა და სასაზღვრო ბარიერების აღმართვის თაობაზე ავსტრიის, გერმანიის, უნგრეთის, სლოვენიისა და შვედეთის გადაწყვეტილება, რამაც უნდა აღკვეთოს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე მიგრანტთა გადასვლის მცდელობა .

XS
SM
MD
LG