Accessibility links

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 37 ადამიანი


ლიბანის დედაქალაქში, სულ ცოტა, 37 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ორი თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად. აფეთქებები მოხდა ბეირუთის რაიონში, რომელშიც ძლიერი პოზიცია აქვს შიიტი მუსლიმების ორგანიზაცია „ჰიზბოლას“. პოლიციის ცნობით, თავდასხმები სავაჭრო ცენტრთან მოეწყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ პირველი აფეთქების შემდეგ, ხალხი დაჭრილებს მიცვივდა დასახმარებლად, როცა მეორე აფეთქებაც მოეწყო. მას შემდეგ, რაც "ჰიზბოლა" ჩაერთო ბრძოლაში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად, ლიბანში არაერთხელ მოწყობილა ასეთი თავდასხმები.

XS
SM
MD
LG