Accessibility links

დაფუძნდა ორგანიზაცია "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი"


ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა ორგანიზაცია, რომლის მიზნად სახელდება "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაცია". ორგანიზაციას ეწოდება "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი". მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თავად პაატა ბურჭულაძე, აღმასრულებელი დირექტორი - ივანე მაჭავარიანი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, მისი მიზანია წარუდგინოს ფართო საზოგადოებას წინადადებები შემდეგი მიმართულებით: სახელმწიფო მმართველობა და დემოკრატია, კონსტიტუციური საკითხები, ეკონომიკური პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და სოციალური საკითხები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, საგარეო პოლიტიკა, სამოქალაქო შერიგება.

XS
SM
MD
LG