Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა გენოციდად აღიარა 1944 წელს ყირიმელი თათრების გადასახლება


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც გენოციდად აღიარებს 1944 წელს ყირიმელი თათრების გადასახლებას. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ამიერიდან უკრაინაში 18 მაისს აღინიშნება მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ყირიმელი თათარი აქტივისტები უკვე წლებია, კიევს მოუწოდებენ დეპორტაციის გენოციდად აღიარებისაკენ. საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის 1944 წლის 18 მაისის ბრძანებით, ყირიმელი თათრები შუა აზიასა და ციმბირში გადაასახლეს მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით. 180 ათასამდე დეპორტირებულის 40%-მდე გადასახლების პირველი წლის განმავლობაში გარდაიცვალა. ყირიმელ თათრებს 1980-ან წლებში მისცეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება. მათი უმრავლესობა ღიად გამოთქვამდა უარყოფით დამოკიდებულებას 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მიმართ.

XS
SM
MD
LG