Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა წარსულში დოპინგის მოხმარების ზოგიერთი ბრალდება აღიარა


რუსეთმა ოფიციალური რეაგირება გააკეთა საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების მიერ წაყენებულ ბრალდებებზე, რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების და რუსეთში ამ სფეროში კორუფციის თაობაზე. რუსეთი ზოგიერთ ბრალდებას აღიარებს, სხვებს უარყოფს. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დღეს მართავს შეხვედრას, რომელზეც უნდა იმსჯელონ იმის გარშემო, რომ არ დაუშვან რუსეთის წარმომადგენლები საერთაშორისო შეჯიბრებზე, მომავლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრაზილიაში. ასეთი რეკომენდაციის გამოვიდა საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყება ამ კვირაში. რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ზელიჩენოკმა, რომელზეც ანტისადოპინგო კომისია აცხადებს, რომ არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა, თქვა, რომ ზოგიერთ ბრალდებას ეთანხმება, მაგრამ სხვებს უარყოფს. ეს ყველა დარღვევა ძველი ხელმძღვანელობის დროს, წინათ მოხდა, უთხრა მან ტასს.

XS
SM
MD
LG