Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის სასამართლომ საპატიმროდან გაანთავისუფლა უფლებათდამცველი, მაგრამ ბაქოს დატოვება აუკრძალა


აზერბაიჯანის სასამართლომ საპატიმროდან გაანთავისუფლა უფლებათდამცველი არიფ იუნუსი, რომელსაც ძალიან შეერყა ჯანმრთელობა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ბაქოს სააპელაციო სასამრთლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის დაცვის მხარის სარჩელი, თუმცა იუნუსს ხელი მოაწერინეს ოქმზე, რომლის თანახმად, მას ეკრძალება ბაქოს დატოვება. აგვისტოში ბაქოს სისხლის სამართლის მძიმე საქმეთა სასამართლომ არიფ იუნუსს 7 წლით, ხოლო მის ცოლს, ლეილა იუნუსს კი 8,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის. საერთაშორისო უფლებათადამცველმა ჯგუფებმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „მართლმსაჯულების პაროდია“ უწოდეს.

XS
SM
MD
LG