Accessibility links

logo-print

აუნ სან სუ ჩის პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა ბირმის პარლამენტში


ბირმის ოპოზიციის ლიდერის, აუნ სან სუ ჩის პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა ისტორიული მნიშვნელობის საყოველთაო არჩევნებში, რომელიც 8 ნოემბერს ჩატარდა. 1990 წლის შემდეგ მისმა პარტიამ, ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისთვის, პირველად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. ოფიციალური შედეგები, რომელსაც საარჩევნო კომისია ნაწილ-ნაწილ აქვეყნებს, აჩვენებს, რომ პარტიამ მოიპოვა პარლამენტის ორივე პალატის კონტროლისთვის საჭირო მანდატების ორ მესამედზე უფრო მეტი. 2008 წელს მიღებული კონსტიტუციით, საპარლამენტო მანდატების 25 პროცენტს სამხედრო უწყება ანაწილებს, მაგრამ პარტიის მიერ მოპოვებული უმრავლესობა მას აძლევს საკმარის უფლებამოსილებას საიმისოდ, რომ პრეზიდენტი აირჩიოს და სხვა პარტიებთან კოალიციაში შესვლის გარეშე ჩამოაყალიბოს მთავრობა. ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეტს, აუნ სან სუ ჩის, სამხედრო ხუნტის მიერ შექმნილი კონსტიტუციითაკრძალული აქვს პრეზიდენტად კენჭის ყრა. მაგრამ აუნ სან სუ ჩის განცხადებით, ის ისე მართავს, რომ „პრეზიდენტზე მაღლა“ იქნება და აკრძალვას თავს დააღწევს პრეზიდენტად თავისიანის დანიშვნის გზით.

XS
SM
MD
LG