Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემიერი: საქართველოსა და სლოვაკეთს საერთო ევროპული ღირებულებები და ტრადიციული კავშირები აქვთ


სლოვაკეთში გაიმართა საქართველოსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა და შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ სლოვაკეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს არჩევანს გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ ალიანსში. მისი თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს საერთო ევროპული ღირებულებები და ტრადიციული კავშირები აქვთ. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ევროინტეგრაციის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე მადლობა გადაუხადა სლოვაკ კოლეგას მასპინძლობისთვის და საქართველოს ევროპულ მომავალზე ისაუბრა.

XS
SM
MD
LG