Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, მოკლულია ჯიჰადი ჯონი, კამერონი აცხადებს, რომ ეს ჯერაც უნდა დადასტურდეს


„ბი-ბი-სი“ მაღალი რანგის ბრიტანელ სამხედროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა, „მაღალი ალბათობით“ მოკლა „ჯიჰადი ჯონის“ სახელით ცნობილი ბრიტანელი. თავდასხმა მოხდა სირიის ქალაქ რაკაში, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოა" გამაგრებული. პარალელურად, აშშ-ის მედიამ გაავრცელა ანონიმურად დატოვებული ამერიკელი ოფიციალური პირის სიტყვები, რომ საჰაერო თავდასხმა „უნაკლოდ“ განხორციელდა და ბრიტანელი ექსტრემისტი გაანადგურეს. თუმცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი აცხადებს, რომ ჯერაც არ არის დადასტურებული ნამდვილად მოკლეს თუ არა პირი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე თავს კვეთს რამდენიმე დასავლელ მძევალს. პენტაგონმა 12 ნოემბერს დაადასტურა რომ იერიში მიიტანა მანქანაზე, რომლთაც, სავარაუდოდ, ბრიტანელი ექსტრემისტი გადაადგილდებოდა. ჯიჰადი ჯონის რეალური სახელია მოჰამად ემუაზი. ემუაზი ერთმა ყოფილმა მძევალმა დაახასიათა, როგორც სისხლის მსმელი ფსიქოპათი, რომელსაც მძევლებისთვის დამუქრება სიამოვნებდა და უამბობდა მათ, როგორ მოჰკვეთდა თავს. უწინ ლონდონელი საკომპიუტერო პროგრამისტი, ის მშობლებთან ერთად ერაყიდან ბრიტანეთში ჩავიდა 1993 წელს.

XS
SM
MD
LG