Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ძმებ ყარამანიშვილების სარჩელი


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „საქართველოს“, გია და ლევან ყარამანიშვილების სარჩელი, რომლის მიხედვითაც ნორმატიული შინაარსის ნაწილში შეჩერდა მოქმედება, რომელიც ამა თუ იმ საწარმოში დროებითი მმართველის შეყვანას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. გადაწყვეტილების საფუძველზე ტელეკომპანია „საქართველოს“, გია და ლევან ყარამანიშვილების იურისტებს შესაძლებლობა აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადააგზავნონ სააპელაციო სასამართლოში, ეს უკანასკნელი კი კანონით ვალდებულია დააკმაყოფილოს მოთხოვნა. საკონსტიტუციო სასამართლო "რუსთავი 2"-ის სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლო ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს განმარტავს და აღნიშნავს, რომ "სადავო ნორმები მკაფიოდ არ განსაზღვრავს დროებითი მმართველის უფლებამოსილებების ფარგლებს. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოსარჩელის (შპს "ტელეკომპანია საქართველო") საკუთრებაში არსებული შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ქონების ღირებულების შეცვლა, მისი შემცირება, ასევე პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ ქონების გასხვისება, რამაც შეიძლება წარმოშვას გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ვერ მოხერხდება დროებითი მმართველის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წარმოების გზით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG