Accessibility links

კრემლი აცხადებს, რომ პუტინი 23 ნოემბერს ეწვევა თეირანს


კრემლი იტყობინება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გეგმავს 23 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ესტუმროს ირანს, სადაც რუსეთის ლიდერი 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. კრემლის ლიდერის უფროსი მრჩევლის იური უშაკოვის თქმით, პუტინის ვიზიტის მიზანია მონაწილეობა ბუნებრივი აირის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმში, რომელსაც თეირანი მასპინძლობს. ამ ვიზიტის ფარგლებში პუტინი ირანის ლიდერებს, სავარაუდოდ პრეზიდენტ ჰასან როუჰანისაც შეხვდება.

XS
SM
MD
LG