Accessibility links

logo-print

პარიზიდან იუწყებიან 40-მდე დაღუპულსა და ათობით დაშავებულზე


პარიზის პოლიციის ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პარალელურად მოწყობილ თავდასხმებში დაიღუპა, სულ ცოტა, 40 ადამიანი, ხოლო დაიჭრა და დაშავდა კიდევ ათობით პირი. მიღებული ცნობების თანახმად, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა სროლა ატეხა პარიზის ცენტრში მდებარე რესტორან „კარილიონში“, რის შემდეგაც გაიქცა დანაშაულის ადგილიდან. რამდენიმე თავდამსხმელი შეიჭრა „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში, სადაც მიმდინარეობდა აშშ-ის როკჯგუფის, Eagles of Death Metal-ის კონცერტი. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს ადგილზე მისულ პოლიციას და მძევლად აიყვანეს ასამდე პირი. ამ თავდასხმების პარალელურად სამი აფეთქება მოხდა „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, სადაც მიმდინარეობდა საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და შინაგან საქმეთა მინისტრი ბერნარ კაზნევი.

XS
SM
MD
LG