Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა


საფრანგეთში 5 ადამიანი დაიღუპა, როცა ლიანდაგიდან გადავიდა ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც პარიზსა და სტრასბურგს შორის ახალი რკინიგზის გამოცდას აწარმოებდა. ავარია გერმანიის საზღვართან მოხდა. როგორც იტყობინებიან, ლოკომოტივი გზისპირა არხში გადავარდა. ახალი ჩქაროსნული მარშრუტის გახსნა 2016 წლის აპრილისთვის არის დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG